ოპერტორის გარდაცვალება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ლექსო იქ მგონი არავის აღარ აინტერესებს, მაგ მიტინგზე არ მივიდოდა

საქართველოს საპატრიარქო

"ლექსო დღეს იქ არავის აღარ აინტერესებს, მე მგონი". – ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავასა და პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე საუბრისას. 

"საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს ამაზე პასუხისმგებლობა? რომელი არაერთი? [მოწოდება] ერთი იყო. მაჩვენეთ. მერე რა, რომ მეუფე იაკობი [იყო] რუსთაველზე? მეც ვიყავი რუსთაველზე. ძალადობას ახლა ვხედავთ ჩვენ, ამ დღეებში რაც ხდება იმ მიტინგზე. ვერ ხედავთ, რა ხდება? იქ არის ძალადობა, საპატრიარქოს მიმართ არის აღუწერელი სიძულვილის ენა. მე თქვენ გეტყვით, რომ დღეს ლექსო იქ არავის აღარ აინტერესებს, მე მგონი, უმეტესობას აღარ აინტერესებს. ლექსოს დღეს წესს აუგებენ, მას უნდოდა პატრიარქთან მოსვლა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა". – ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ორკი ჰყავს დაკავებული. ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თქმით, მათ ოცამდე მოძალადე სცემდა.

კომენტარები