კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 862 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.3%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით  კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 35 117 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 862 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 619 ადამიანი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  

დღიური დადებითობა 5.3%-ია, ბოლო 7 დღის4.26%, ბოლო 14 დღის კი - 4%.

1 861 ახალი შემთხვევიდან 1 136  თბილისში დადასტურდა, 104 - ქვემო ქართლში, 164 - იმერეთში, 115 - კახეთში, 54 - მცხეთა-მთიანეთში, 64 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 28 - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 32 - სამცხე ჯავახეთში, 98 - აჭარაში, 11 - გურიაში. 

13 ივლისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 379 673 შემთხვევაა დადასტურებული, მათაგან 360 558 გამოჯანმრთელდა, 5 479 კი - გარდაიცვალა. ქვეყანაში 13 610 აქტიური შემთხვევაა.  

728 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 388 მკურნალობს, აჭარაში - 44, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 180 პაციენტია, მათგან თბილისში - 133, აჭარაში - 2, იმერეთში - 9.

კომენტარები