ჟურნალისტებზე ძალადობა

ბუღაძე: ნუ მანიპულირებენ ეკლესიური თემებით ჩეკისტები, რომელთაც ანაფორები აცვიათ

ზოგიერთები რაღაცნაირად ცხვირსაც იბზუებენ -  აი, ისევ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, აი, ისევ ეს სახე მაღიზიანებს, ის სახე მაღიზიანებს... დიახ, მეგობრებო, ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, მაგრამ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის, სადაც ბნელმა არ უნდა შთანთქას სინათლე, სადაც სიბნელემ არ უნდა მოგვიცვას, ამიტომ ნუ გვატყუებენ, ნუ მანიპულირებენ რელიგიური და ეკლესიური თემებით ჩეკისტები, რომელთაც ანაფორები აცვიათ, ნუ გვატყუებენ ძველი ცეკას დროინდელი კაგებეს მიერ შერჩეული ე.წ სასულიერო პირები, აქ ხალხს ნუ ასწავლიან რწმენას და ქრისტიანობას, დუგინის რკინის კონსტრუქციას ნუ ეძახით წმინდა ნინოს ჯვარს, წმინდა ნინოს ჯვარი ვიცით ჩვენ, სიონის ტაძარშია დაბრძანებული, მორწმუნემ იცის, სადაც უნდა ილოცოს

მწერალი ლაშა ბუღაძე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე.

კომენტარები