ქართული ოცნება

წულუკიანი ჟურნალისტებს: შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით

ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ ჩემი და საქართველოს ჩემნაირი სხვა მოქალაქეების, ამ ქვეყნის დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით, იმიტომ, რომ ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ორიენტაციას, ესაა ევროატლანტიკური ორიენტაცია. თქვენ, ყოველთვის იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც ღიად დადგეს პროვოკაცია და ჩემთვის სამწუხაროდ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი თანამშრომლისთვის, ლგბტ თემი და მისი ინტერესები გამოიყენა საკუთარი ბინძური პოლიტიკური თამაშისათვის. თქვენ ყოველთვის აშინებთ ქართველებს უცხოელებით, ამით ძალიან დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს და თამაშობთ რუსულ თამაშს. ამიტომ, შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით. ესაუბრეთ თქვენ ქართველ ხალხს.

მიმართა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ვიცეპრემიერად დანიშვნის შემდეგ.

კომენტარები