ოპერატორის გარდაცვალება

მშვენიერაძე: შსს პრემიერის გადასარჩენად ამტკიცებს, რომ ლაშქარავა ნარკომომხმარებელი იყო

შსს ყველაფერს აკეთებს იმის დასამტკიცებლად, რომ ლაშქარავა ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და ამით ცდილობს გადაარჩინოს ღარიბაშვილის სკამი. სხვას არაფერს ემსახურება ეს ე.წ. საზოგადოების ინფორმირება, სამარცხვინო, არაფრისმომცემი ვიდეოჩანაწერების ჩვენება და ჭორების მოყოლა, აფთიაქში რომ შესულა ადამიანი და სავარაუდოდ არაფხიზელი რომ იყო.
ამის ნახევარი არ გაუკეთებიათ მოძალადეების დასაჭერად.

წერს იურისტი გიორგი მშვენირაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, გარდაცვალების წინა დღეს, ერთ-ერთ აფთიაქში იმყოფებოდა, შემდეგ იგი ფონიჭალის დასახალების მიმართულებით გადაადგილდებოდა, შემდეგ დედაენის ბაღში, დაახლოებით, 00:10 საათზე კი საცხოვრებელ მისამარზე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ბრუნდება. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

კომენტარები