ოპერატორის გარდაცვალება

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხვალ, 18:00 საათზე აქცია ისევ გაიმართება

ტაბულა

ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული აქციის ორგანიზატორების თქმით, თუ ხვალ, 12 ივლისის 12:00 საათამდე, მთავრობა, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სუს-ის ხელმძღვანელი არ გადადგებიან, 18:00 საათზე აქცია ისევ გაიმართება. 

"ჩვენ მივეცით ხელისუფლებას ვადა ხვალ 12 საათამდე. ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა პრემიერი ღარიბაშვილის მეთაურობით და სუს-ის ხელმძღვანელის, ლილუაშვილის გადადგომა. აღნიშნული მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული, ხვალ, 6 საათზე ვიკრიბებით ისევ აქ". –თქვა მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. 

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილის მიმართეს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომისთვის დრო ხვალ დილამდე მისცეს.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები