ოპერატორის გარდაცვალება

სახელისუფლებო მედიებმა, TV IMEDI-მა და POSTV-მ, აქციის ნაცვლად ეთერში სერიალები გაუშვეს

ტაბულა

სახელისუფლებო მედიებმა, TV IMEDI-მა და POSTV-მ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის პირდაპირ ეთერში ჩვენების ნაცვლად, ეთერში სერიალები გაუშვეს.

რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, 6 საათიდან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზების მიზეზი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა, რომელიც 5 ივლისს პუტინისტმა ორკებმა სასტიკად სცემეს.

დღეს, 11 ივლისს, ლექსო ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები