პუტინისტური ჯგუფები

პრორუსული ALT-INFO-ს საიტი გათიშეს, ძალადობისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გამო

პრორუსული, პუტინისტური და ულტრანაციოანალისტური პლატფორმა Alt-info-ს ვებგვერდი ძალადობისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გამოყენების გამო გათიშეს. დაბლოკილია მათი Facebook გვერდიც. 

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი,  როი შენგელია წერს, რომ მან მიმართა iPage.Com-ს, ალტ-ინფოს ვებგვერდის დომეინის მფლობელს. მომხმარებლის თქმით, მან კომპანიის ბოროტად გამოყენების განყოფილებას მიმართა და რამდენიმე წუთში ალტ-ინფოს საიტი გათიშეს.

"წერილში დავწერე რომ აღნიშნული ვებგვერდი ავრცელებს სიძულვილის ენას, მოუწოდებს ხალხს აგრესიისკენ და არღვევს ანტი დისკრიმინაციულ კანონს.

ზუსტად 30 წუთში, ორგანიზაციის Abuse განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინათ აღნიშნული ვებ-გვერდი და შეეწყვიტათ მათი ჰოსტინგ მომსახურებით უზრუნველყოფა. Altinfo-ის ჰოსტინგ მომსახურება შეჩერებულია". – წერს როი შენგელია. 

ალტ-ინფო არის პლატფორმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის ძალადობების წაქეზებასა და მათ გამართლებაში. ასევე, ალტ-ინფოს ერთ-ერთი წამყვანი, ზურაბ მახარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პრაიდის კვირეულის პირველ დღეს, 2 ივლისს გამართულ კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ის პარლამენტის წინ აღმართული "ჯვრის დაცვის" აქციაზე, 9 ივლისს გამოდიოდა ძალადობისკენ მოწოდებებით. 

კომენტარები