ოპერატორის გარდაცვალება

"ვინც იყო პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს" – პრეზიდენტი გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახში მივიდა

სალომე ზურაბიშვილი
ფორმულა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახში მივიდა და ოჯახს და მედიას სამძიმარი გამოუცხადა. მისი თქმით, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

"არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა დედისთვის, ვინც ამ დღეშია. საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, თუ აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიის გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს. ვინც იყო პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ესაა აუცილებელი. თქვენ, ჟურნალისტებს და მთელ საზოგადოებას ვუზიარებ ამ ტრაგედიას".- ამბობს ზურაბიშვილი. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა

 

კომენტარები