კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 364 შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.06%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 33 629 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 423 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.06%, ბოლო 14 დღის - 3.67%, ბოლო 7 დღის - 4.07%.

ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევიდან თბილისში 811 გამოვლინდა, აჭარაში - 81, იმერეთში - 134, ქვემო ქართლში - 82, შიდა ქართლში - 48, გურიაში - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 36, კახეთში - 83, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 20, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 504, საიდანაც 3 364 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 909 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 8 231 პირი - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 694 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პაციენტი.

10 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 376 200 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 358 227 გამოჯანმრთელდა, 5 443 გარდაიცვალა.

კომენტარები