კორონავირუსი საქართველოში

ჩხაიძე: დელტა შტამით ბავშვები უფრო მძიმედ ინფიცირდებიან, მეტად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას

ე.წ. ინდური შტამი გამოირჩევა ორი ძირითადი თვისებით – არის უფრო იოლად გადამდები და დამახასიათებელია აგრესიული მიმდინარეობა, ვინაიდან განაპირობებს უფრო მეტ ლეტალურ შემთხვევას, ასევე, დამახასიათებელია ასაკობრივი განაწილების შეცვლა. ახალგაზრდებიც და ბავშვებიც ინფიცირდებიან. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შემდეგ, როდესაც ნათელი გახდა, რომ დელტა ვარიანტი 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებშიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და მათ რიცხვში არის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას.

ასევე, იმ ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებიც საავადმყოფოში მოთავსდნენ, მკურნალობას ითხოვენ კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში. ანუ ე.წ. დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ბავშვებში მიმდინარეობა არის შედარებით მძიმე. უფრო ხშირად სჭირდებათ საავადმყოფოში მოთავსება და საავადმყოფოში მოთავსების შემთხვევაში, უფრო ხშირად სჭირდებათ მართვა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში.

ამბობს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე. კომენტარს ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კომენტარები