სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა პოლიციას ჩაბარდა

ჯეიკობ ზუმა
EPA

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა პოლიციას ჩაბარდა. გასულ კვირას ზუმა სასამართლო მოსმენაზე არ გამოცხადდა, რისთვისაც მას 15-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ, თუ პოლიციას არ ჩაბარდებოდა, მას დააპატიმრებდნენ.

თავდაპირველად იგი პოლიციისთვის ჩაბარებას არ აპირებდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა, სამართალდამცველებთან ეთანამშრომლა. 

ჯეიკობ ზუმას 15-თვიანი პატიმრობა 29 ივნისს მიუსაჯეს, ის სასამართლო მოსმენაზე იყო დაბარებული, რომელზეც მისი ძალაუფლებაში ყოფნის დროს კორუფციასთან დაკავშირებით ჩვენება უნდა მიეცა. ზუმა მოსმენაზე არ გამოცხადდა.

გამოძიების თანახმად, ზუმას პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა ბიზნესმენებს პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებზე გავლენა ჰქონდათ. თავად ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ჯეიკობ ზუმას თანამდებობიდან გადადგომა მოუწია და მას უნდობლობა საკუთარმა პარტიამ აფრიკის ეროვნულმა კონგრესმაც გამოუცხადა, ყოფილ პრეზიდენტს აქტიური მხარდამჭერები ჰყავს, განსაკუთრებით მის მშობლიურ პროვინციაში. 4 ივლისს ზუმას სახლის გარშემო მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რათა პოლიციისთვის მისი დაკავების საშუალება არ მიეცა. იგივე მოხდა ოთხშაბათს, 7 ივნისსაც, სანამ ზუმა თავისი ნებით ჩაბარდებოდა პოლიციას.

კომენტარები