წყალმომარაგების შეზღუდვა

ვაკის რაიონის ნაწილს და თბილისის ზედა ზონებს წყალმომარაგება 26-34 საათით შეუწყდა

ვაკის რაიონის ნაწილს, ასევე, თბილისის ზედა ზონებს წყალმომარაგება 26-34 საათით შეუწყდება. GWP მიზეზად წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ახალი ტუმბო-აგრეგატების დამონტაჟებას ასახელებს. კომპანიის ინფორმაციით, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები 7 ივლისს საღამოს 22:00 საათიდან დაიწყება. ამის გამო, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელები წყლისგან უნდა დაიცალოს.

7 ივლისს 22:00 საათიდან 8 ივლისის 23:55 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდა:

ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალის ნაწილს, ქავთარაძის და ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს, თავხელიძის და მარიჯანის ქუჩებს; ნაფეტვრების გზას.

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, ჩოლოყაშვილის, ციციშვილის ქუჩებს, დოლიძის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის, უნივერსიტეტის და მიმდებარე ქუჩებს. წყნეთის გზატკეცილს და ბაგების დასახლებას.

კაკლების დასახლებას, ქორქიას, მაჩაბლის, თბილისის, მშვიდობის, უჩანეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

რაც შეეხება თბილისის ზედა ზონებს - წყნეთს, წავკისს, წავკისის ველს, ტაბახმელას, შინდისს, კიკეთს, კოჯორს. ბეთანიას, ახალდაბასა და კვესეთს, იქ წყალმომარაგება შეწყდა 7 ივლისის 22:00 საათიდან 9 ივლისის დილის 08:00 საათამდე.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის" - აცხადებს GWP.

კომენტარები