ევროპის ჩემპიონატი 2020

ინგლისი და იტალია - ევროპის ჩემპიონატის ორივე ფინალისტი ცნობილია

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ინგლისი და იტალია დაუპირისპირდებიან - მეორე ფინალისტის ვინაობა რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ინგლისმა დანიის ნაკრები ანგარიშით 2-1 დაამარცხა. თამაშის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, მესამე გოლი კი დამატებით დროში გავიდა - ინგლისის ნაკრების კაპიტანმა, ჰარი კეინმა, თავის გუნდს უპირატესობა პენალტის მეშვეობით მოუტანა.

ინგლისის ნაკრები ისტორიის მანძილზე პირველად იქნება ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

ფინალი კი, 1 ივლისს, ინგლისში - უემბლის სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები