დელტა შტამის, ე.წ ინდური შტამის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ჯამურად არის 52 დადასტურებული, სულ, მთელი პერიოდის განმავლობაში. 5 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
ჯერჯერობით, რაიმე განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობა ამ შემთხვევებში გამოკვეთილი არაა, თუმცა იმის რისკი, რომ დელტა შტამი, შესაძლოა, მეტად გავრცელდეს და შეფასებული მაჩვენებლით ესაა 10%-დან 20-%-მდე, რა თქმა უნდა, არსებობს, ამდენად, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.