კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო, ოპონენტები გულზე სკდებიან

"ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო". -  ასე პასუხობს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, პალიტრანიუსის ჟურნალისტს, პანდემიის მართვის კუთხით კრიტიკულ პოზიციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

ცერცვაძის თქმით, ვინც სერიოზულად ჩაიხედა მათი კლინიკური ჯგუფის მუშაობაში, პრეტენზიებზე ისინი არ საუბრობენ. 

"ვინც სერიოზული ადამიანია და სერიოზულად ჩაიხედა ჩვენი კლინიკური ჯგუფის მუშაობაში და კლინიკურ მართვაში, ამას ისინი არ ამბობენ. ჰანს კლუგემ, ჯანმო-ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რომელიც საქართველოში იყო შვიდ დღეს და ჩვენს საქმიანობას ეცნობოდა, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა (ძალიან არ უყვართ ოპონენტებს ამის მოსმენა) რომ ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენ, ბრავო. ეს თქვა ევროპის პირველმა პირმა და ინფექციონისტმა. როდესაც კლუგე დეტალურად ეცნობა ჩვენ მუშაობას და ამბობს, ბრავო და კალოიანი, რომელსაც ერთი დღე არ გაუტარებია კლინიკაში, ერთი ავადმყოფი არ გადაურჩენია, ერთი კონსტრუქციული, ჭკვიანური წინადადებით არ შემოსულა, რომ ჩვენ გაგვეთვალისწინებინა, მხოლოდ იმას ამბობს, რომ საჭიროა სისტემური ცვლილებები, ამას ყველა, ნებისმიერი იტყვის". - ამბობს ცერცვაძე.

მისივე თქმით, ოპონენტები გულზე სკდებიან.

"გულზე სკდებიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები და ჩვენი მართვის მეთოდები წარმატებულია. პირდაპირ ვერაფერს ამბობენ და ასე არაპირდაპირი მინიშნებები აქვთ“. - ამბობს ცერცვაძე.

კომენტარები