ავარია

რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ტრაილერი ხიდიდან გადავარდა – დაღუპულია 1 ადამიანი

მთავარი არხი

რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე დატვირთული ტრაილერი ხიდიდან გადავარდა, მატარებლის რელსს დაეცა და აფეთქდა, ავარიას ტრაილერის მძღოლი ემსხვერპლა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები