მერლინ მენსონი

მოდელ ეშლი მორგან სმიტლაინის თქმით, მერლინ მენსონმა დანა ესროლა

People

მერლინ მენსონს რიგით მეოთხე ქალი უჩივის სექსუალური ძალადობის ფაქტზე სასამართლოში. ბრალმდებელი ამჯერად მოდელი ეშლი მორგან სმიტლაინია.

სმიტლაინის თქმით, მენსონმა მასზე ფიზიკურად, სექსუალურად და ვერბალურად იძალადა. ეძახდა "ებრაელ ღორს", პირში მისი ნების საწინააღმდეგოდ რამდენჯერმე ჩასთხარა ხელი, ასევე ესროლა დანა, რომელიც მცირე მანძილით ასცდა ბრალმდებლის სახეს. ასევე, როკმომღერალი იძულებით აყურებინებდა ბავშვთა პორნოგრაფიასა და სუიციდის ვიდეოებს. 

მენსონისა და სმიტლაინის ურთიერთობამ მხოლოდ ერთ კვირას გასტანა. მოდელს მენსონის დახმარებით ფილმში უნდა ეთამაშა, თუმცა დაპირება ტყუილი აღმოჩნდა. 

ახლო წარსულში ცნობილი როკმუსიკოსი ათობით ადამიანმა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში, ასევე იარაღით მუქარაში დაადანაშაულა. წლის დასაწყისში პირველი ბრალმდებელი მომღერლის ყოფილი მეგობარი ქალი, Westworld-ის მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი გახდა.

ვუდის შემდეგ მომღერალი სოციალურ ქსელში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. მოგვიანებით მენსონი სხვადასხვა ტიპის ძალადობაში თითქმის ოცმა ადამიანმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ პორნომსახიობი ჯენა ჯეიმსონი, GOT-ის მსახიობი ესმე ბიანკო, მომღერალი ელი როუსელი, გიტარისტი უეს ბორლანდი. სტილისტ ლავ ბეილის თქმით, 2011 წელს, მუსიკოსმა იარაღი შუბლზე მიადო და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებებიდან მალევე მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მოგვიანებით მასთან კონტრაქტი ჰოლივუდის სააგენტომ და ხმის ჩამწერმა სტუდიამ გაწყვიტეს.

თავად მენსონი ვუდის ბრალდებას მეორე დღეს გამოეხმაურა და "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა. 

 

კომენტარები