არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

POG: კაცი 3 არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა, მას 17 წელი მიესაჯა

dw.com

პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელიც 3 არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.წ შვილებზე 2021  წლის იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით ძალადობდა. 

"სამართალდამცველებმა ო.წ. 2021 წლის 26 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და  მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით  (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ნდობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი  შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (სამი ეპიზოდი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა". –აღნიშნულია განცხადებაში. 

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 17  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები