საქსტატი

მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა

Reuters

მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა - იმის ფონზე, რომ წინა წლის ამავე პერიოდში მშპ 13.5%-ით შემცირდა.

ამასთან ერთად, 2021 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.5 პროცენტია. ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

ამასთან ერთად ეკონომიკის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია ექსპორტის ზრდამაც - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.4%-ით გაიზარდა. 

კომენტარები