კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: გუშინ ე.წ ინდური შტამის 7 შემთხვევა დადასტურდა, 10%-დან 20%-მდეა მისი ცირკულაცია

გუშინ დელტა შტამის [ინდური შტამის] 7 შემთხვევა დადასტურდა. სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე ჩვენი მოდელირებით, ვფიქრობთ, რომ დღეს უკვე 10-დან 20%-მდე უკვე მერყეობს დელტა შტამის ცირკულაცია ქვეყანაში. მოგეხსენებათ, ეს პროგნოზირებადი იყო იმდენად, რამდენადაც დელტა შტამი თანდათან ბრიტანეთში და ევროპის რიგ ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. დღევანდელი მონაცემით, თუ არ ვცდები, 85 ქვეყანაშია დელტა შტამი დაფიქსირებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და ე.წ. ინდურ შტამზე.

კომენტარები