კრიმინალი

შსს: საბაგიროს თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დავაკავეთ, ერთიც – შეუტყობინებლობისთვის

თბილისში საბაგიროს თანამშრომელი დაჭრეს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის 1989 წელს დაბადებული თ.კ დააკავეს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მისი მეგობარი - წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ა.მ. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, თ.კ.-მ საბაგიროს თანამშრომელს, 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მეგობართან - ა.მ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ორივე მათგანი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს". – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

კომენტარები