სასამართლო სისტემა

ნინო ქადაგიძე: მოსამართლეების დემონიზაცია ხდება, რომელიც გადის თითოეულის ღირსებაზე

პარლამენტი

"ფაქტობრივად, ხდება მოსამართლეების დემონიზაცია ხდება, რომელიც გადის თითოეული, ინდივიდუალური მოსამართლის ღირსებაზე".- ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე და აღნიშნავს, რომ ხდება "საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია სასამართლოს წინააღმდეგ".

მისივე თქმით, სასამართლო სისტემას ქვეყანაში პროგრესი აქვს და ამას მოსახლეობაც კარგად ხედავს. 

"არც ერთი საკითხი, არც ერთი ნორმა არ შეიძლება ვინმეს მიერ დასახელებული იქნეს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დაიცვა. ჩვენ არ გვქონდა რაიმე საკანონმდებლო მექანიზმი, ჩამკეტი ბერკეტი, რომელიც ამ პროცესებს შეაჩერებდა".- ამბობს ქადაგიძე და აღნიშნავს, რომ აწი პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რადგან "ბურთი უკვე მათ ხელშია". 

"ახლა უკვე ბურთი პარლამენტის მოედანზეა. პოლიტიკოსები პარლამენტში არიან უკვე შემდეგი. მათი დამოკიდებულება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა". - ამბობს ქადაგიძე. 

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა გაიმართა. მოსამართლეების თქმით, ისინი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს განიხილავდნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, მოსამართლეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, რომლითაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

 

კომენტარები