ვატო ყიფიანი

მკვლელობის მომზადება, იარაღის, ასაფეთქებლის შეძენა-შენახვა – POG-მა ყიფიანს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას,  ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გასაღების ორგანიზების ფაქტზე ვ.წ.-ს (წარსულში ვატო ყიფიანი) ბრალდება წარუდგინა.

"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის  საფრთხეს  სხვათა  სიცოცხლესა და  ჯანმრთელობას) და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების ორგანიზება) წარედგინა". – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

"აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ექვსი პირის მიმართ გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დანაშაულში შესაძლო ჩართულ სხვა პირებთან მიმართებაში გამოძიება გრძელდება". – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში. 

ვატო ყიფიანი 25 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. უკრაინის ეროვნული პოლიციის  სტრატეგიული გამოძიებების გუნდის ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი, ქვეყნიდან დეპორტაციის პროცედურით გააძევეს. 

კომენტარები