ვატო ყიფიანი

კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი მკვლელობის მომზადების მუხლით დააკავეს

კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი მკვლელობის მომზადების მუხლით დააკავეს –ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. 

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ე.წ კანონიერი ქურდი ქვეყნიდან უკრაინამ დეპორტაციის პროცედურით გამოაძევა. 

"დღეს, 25 ივნისს უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიებების გუნდმა სახელმწიფო მიგრაციის სამსახურთან ერთად "ავტორიტეტი" თავის სამშობლოში იძულებით დააბრუნა. ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში იყო, როგორც ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ეროვნული უსაფრთხოებისთვის. 

42 წლის, რამდენჯერმე ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე, მეტსახელით "ვატო ყიფიანი" წარსულში დაკავებული სხვა ქვეყნების სამართალდამცველების მიერ სერიოზული დანაშაულებებისთვის, მათ შორის მკვლელობისთვისაც. უკრაინაში ის წარმოადგენდა გავლენიან რუსულ და ქართული კრიმინალური სამყაროს ე.წ კანონიერ ქურდებს, აკონტროლებდა დაჯგუფებებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ფულის გამოძალვასა და მოპარვაში და პირდაპირ იყო პასუხისმგებელი ორგანიზებული კრიმინალური თავშეყრებისა". – წერია განცხადებაში. 

თავდაპირველად, ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა. ისინი წერენ, რომ ყიფიანი თბილისის აეროპოტში საზღვრის კვეთისას დააკავეს, თუმცა ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ტაბულას არ უპასუხა.

ვატო ყიფიანს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით.

კომენტარები