ვატო ყიფიანი

უკრაინის ეროვნული პოლიცია: ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გავაძევეთ

უკრაინის ეროვნული პოლიციის  სტრატეგიული გამოძიებების გუნდის ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი, რომლის თბილისში დაკავებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაბულას დაუდასტურა, ქვეყნიდან დეპორტაციის პროცედურით გააძევეს. 

"დღეს, 25 ივნისს უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიებების გუნდმა სახელმწიფო მიგრაციის სამსახურთან ერთად "ავტორიტეტი" თავის სამშობლოში იძულებით დააბრუნა. ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში იყო, როგორც ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ეროვნული უსაფრთხოებისთვის. 

42 წლის, რამდენჯერმე ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე, მეტსახელით "ვატო ყიფიანი" წარსულში დაკავებული სხვა ქვეყნების სამართალდამცველების მიერ სერიოზული დანაშაულებებისთვის, მათ შორის მკვლელობისთვისაც. უკრაინაში ის წარმოადგენდა გავლენიან რუსულ და ქართული კრიმინალური სამყაროს ე.წ „კანონიერ“ ქურდებს, აკონტროლებდა დაჯგუფებებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ფულის გამოძალვასა და მოპარვაში და პირდაპირ იყო პასუხისმგებელი ორგანიზებული კრიმინალური თავშეყრებისა". – წერია განცხადებაში. 

საქართველოს შსს-ს ცნობით, ვატო ყიფიანს ბრალად მკვლელობის მომზადება ედება. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით წარედგინა.

კომენტარები