ევროკავშირი-საქართველო

ლანდსბერგისი: საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმების გზაზე ნაბიჯების გადადგმა

ლიტვა ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ამბიციებს. ჩვენ ვთვლით, რომ ევროპის კარები ღია უნდა იყოს ნებისმიერი იმ ქვეყნისთვის, რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

ჩვენ [ლიტვას] გვქონდა ეს არჩევანი, კოპენჰაგენის კრიტერიუმები გასაგები იყო. ჩვენ გავატარეთ საჭირო რეფორმები და გავხდით ევროკავშირის წევრი. ვთვლით, რომ იგივე წესები უნდა გავრცელდეს ყველა იმ სახელმწიფოზე, რომელიც დააკმაყოფილებს ევროკავშირის წესებს და პირობებს.

საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმის გზაზე ნაბიჯების გადადგმა.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ევროპაში ბევრი მეგობარი გყავთ, თქვენს მეგობრებს აქვთ საკონტროლო სია, რომელიც უნდა შეივსოს. ამიტომ, გთხოვთ, განაგრძეთ ამ გზაზე წინსვლა და ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ მომავალში დაგეხმაროთ თქვენ

თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში გამართული ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები