ღირსების მარში

ღარიბაშვილი ღირსების მარშზე: ყველა მოქალაქეს ვიცავთ, ამაზე ზედმეტი აჟიოტაჟი არასწორია

კანონით და კონსტიტუციით არის ნებისმიერი მოქალაქის  უფლება დაცული, ამაზე ზედმეტი აპელირება, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა მიმაჩნია არასწორად, ჩვენ ამით ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ - მე ასე მიმაჩნია. არავინ არ განსხვავდება არავითარი ნიშნით, ამ ადამიანებს იცავს კანონი და, საერთოდ, ასეთი გამოყოფა და დისკრიმინაცია სწორედ ეს არის. ასეთი ფორმით ასეთი ნიშნით საუბარი უმცირესობებზე, მიმაჩნია, რომ სწორედ არის დისკრიმინაციის წახალისება. ჩვენ ვიცავთ ყველა მოქალაქეს.

უპასუხა პრემიერმინისტრმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის კითხვას, ივლისში დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილმა სამნიძის პირველად დასმული კითხვა უპასუხოდ დატოვა, თუმცა შემდეგ ოპოზიციონერმა მას შეახსენა საკითხი და უთხრა, რომ მიეცა ღირსების მარშზე შეკრებილი ადამიანებისთვის გარანტია, რომ ისინი უსაფრთხოდ იქნებიან.

კომენტარები