ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: ზოგადად, ცხენოსნობის აღდგენა ძალიან საშური საქმეა

მე ვარ პირადად ჩართული ამ პროექტში (იპოდრომის შენება ახმეტის რაიონში), მე უკვე დავავალე რეგიონების მმართველ ორგანოს, რომელიც ჩემს ადმინისტრაციაში არის შექმნილი. გუბერნატორთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ უკვე. გვინდა, რომ აღნიშნული პროექტი დავიწყოთ წელსვე. 2-3 წლის წინ იყო ამაზე საუბარი, შემდეგ შეჩერდა, მაგრამ აქტიურად გავაგრძელებთ იმ ცხენოსნობის და იმ ტრადიციების აღდგენას, რომელიც გააცოცხლებს იმ მუნიციპალიტეტს. ზოგადად, ცხენოსნობის აღდგენა ძალიან საშური საქმეა.

უპასუხა პრემიერმინისტრმა ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილის შეკითხვას ახმეტაში იპოდრომის აშენებასთან დაკავშირებით.

კომენტარები