კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მომავალი 1 თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ ინდური შტამი დომინანტი გახდეს

დელტა შტამი [ინდური შტამი] დომინანტი რომ გახდეს, ამის ალბათობა დიდია. ეს შტამი დომინანტი გახდა უკვე ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, მოიმატებს და მომავალი 1 თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება ე.წ. ინდური შტამი ერთ-ერთი მთავარი წამყვანი გახდეს ცირკულაციაში. გუშინ თუ გუშინწინ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის გამოსვლა იყო, სადაც მან თქვა, რომ ყველა ის ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მოქმედებს და ფარავს ამ შტამებს, მათ შორის დასახელდა დელტაც და ბრიტანულიც.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ZOOM-ში გამართულ ვებინარზე.

კომენტარები