კორონავირუსი საქართველოში

კობახიძე ჯარიმების გაუქმებაზე: მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, სექტემბერში გავაკეთებდით

ნებისმიერ ამნისტიაში თავისი არსით არის უსამართლობის მარცვალი, ხო? ნებისმიერ ამნისტიას ეს ახასიათებს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, კოვიდმა სხვადასხვა ფორმით დააზარალა ადამიანები, მათ შორის სამართალდამრღვევები და როდესაც ეს პროცესი უკვე არის გადავლილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს და ხელისუფლებას მართებდა ამაზე მსჯელობა და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, გაკეთდებოდა, მაგალითად, სექტემბერში. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ეხმაურება, მოიხსნას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმები და მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ. 

კომენტარები