პირველი, ტყუილია ის, რომ ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს. პირიქით, ჩვენ ვმოქმედებთ ზუსტად მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. ეს ერთი, და, მეორე, ხალხი, საზოგადოება დაიღალა ამ მუდმივი საუბრებით შესვლაზე, გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან. თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ, გაუკეთებიათ - ეს არის ჩვენი პასუხი.
ნაცმოძრაობა დღემდე არ აწერს ხელს შარლ მიშელის შეთანხმებას და ესენი საუბრობენ სანქციებზე?! ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი.





