თურქეთი

COVID-19-ის თურქული ვაქცინის, TURKOVAC-ის გამოცდის მესამე ფაზა დაიწყო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული ვაქცინის მესამე ფაზის გახსნაზე
Anadolu Agency

სტამბოლში წარადგინეს თურქეთში დამზადებული ვაქცინის, Turkovac-ის მესამე საცდელი ფაზის დაწყება. 

ვაქცინის სახელი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, წარადგინა. ერდოღანი ვაქცინის ინაუგურაციას ონლაინ ჩართვით დაესწრო. 

მესამე ფაზა ითვალისწინებს მოხალისეებზე ვაქცინის გამოცდას და მისი ეფექტიანობის შემოწმებას. მესამე ფაზა ანკარას საქალაქო საავადმყოფოში დაიწყო. 

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთს ადგილობრივი წარმოების ვაქცინა, ჩინეთიდან და გერმანიიდან იმპორტირებულ ვაქცინებთან ერთად, ინფექციის უფრო ფართოდ გაკონტროლებაში დაეხმარება.

"თურქეთი აცრის მსურველთა ასაკს მომდევნო კვირებში 18 წლამდე დაწევს". – დაამატა ერდოღანმა.

კომენტარები