კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება

ქვეყანაში, ისევე როგორც თითქმის მთელ მსოფლიოში, თანდათან, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი უმჯობესდება. მაგრამ ხაზს ვუსვამ, ძალიან ნელი ტემპით. მხედველობაში მაქვს, როგორც ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, რომლის პიკიც 17 მაისს გვქონდა და მას შემდეგ თანდათან ქვემოთ მოდის, ისევე, როგორც დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო ორი კვირის განსაკუთრებით.

ამიტომ, რომ შევაჯამოთ, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება მესამე ტალღის პიკთან მიმართებით, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება გარე სივრცეებში, მაგრამ ის რეკომენდირებულია, ამიტომ, ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია – ატაროს. გეტყვით, რომ მიზანშეწონილია ჯერჯერობით პირბადის ტარება, მაგრამ ის არ იქნება მანდატორული.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად მის შემსუბუქებასთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, ახლა ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ და დანის პირზე უნდა ვიაროთ, ერთი მხრივ, რომ არ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია და მეორე მხრივ, მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას, რადგან ტურისტული სეზონია.

ამბობს დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. საბჭოს გადაწყვეტილებით, გარე სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა.

კომენტარები