სომხეთი

ფაშინიანის პარტია სომხეთის პარლამენტში 107 ადგილიდან 71-ს დაიკავებს

სომხეთის ახალ პარლამენტში, ვადამდელი არჩევნების შედეგების მიხედვით, 3 პოლიტიკური გაერთიანება მოხვდება. ახალ პარლამენტში 107 ადგილი იქნება.

პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, სამოქალაქო შეთანხმებას 71 მანდატი აქვს. ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკს, სომხეთს – 29 მანდატი. ხოლო ასევე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის პარტიამ, მაქვს ღირსება 7 ადგილი დაიკავა. 

ეროვნული უმცირესობებისთვის გათვალისწინებული 4 მანდატი სამოქალაქო შეთანხმებასა და სომხეთს შორის ნაწილდება. ამ კანონის მიხედვით, სამოქალაქო შეთანხმება ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის გათვალისწინებულ 3 მანდატს, ხოლო სომხეთი 1 მანდატს იღებს.

ასევე, მაქვს ღირსება იღებს 2 შემავსებელ მანდატს, რათა ოპოზიციის რაოდენობა პარლამენტში გათვალისწინებულ 1/3-ზე ნაკლები არ იყოს. 

არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს ოპოზიციონერი რობერთ ქოჩარიანი და მისი ბლოკი არ აპირებს არჩევნების შედეგების აღიარებას მანამ, სანამ არ შეფასდება არჩევნების პროცესზე არსებული დარღვევები. 

არჩევნებში მონაწილეობდა 25 პარტია და ბლოკი, სულ იყო 2008 საარჩევნო უბანი. 

საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის  5, ხოლო ბლოკებისთვის 7% იყო. ბარიერის გადალახვა მხოლოდ ზემოხსენებულმა სამმა პარტიამ და ბლოკმა შეძლო. დანარჩენმა პარტიებმა 4%-საც ვერ მიაღწიეს.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნა საჭირო გახდა 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მარცხის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ. 

 

კომენტარები