სომხეთი

სომხეთის ვადამდელ არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ 53.92%-ით გაიმარჯვა

ნიკოლ ფაშინიანი არჩევნებზე

სომხეთის ცესკო-მ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლა დაასრულა. პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია სამოქალაქო შეთანხმებამ 53.92% (687251 ხმით) აიღო.

ნიკოლ ფაშინიანის პარტიის მთავარმა კონკურენტმა, სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა სომხეთმა ბოლო შედეგებით მხოლოდ 21.04% აიღო.

მესამე ადგილზე გავიდა სომხეთის ექსპრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის პარტია, მაქვს ღირსება. ამ პარტიამ ხმების 5.23% მიიღო.

არჩევნებში მონაწილეობდა 25 პარტია და ბლოკი, სულ იყო 2008 საარჩევნო უბანი. 

საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის  5, ხოლო ბლოკებისთვის 7% იყო. ბარიერის გადალახვა მხოლოდ ზემოხსენებულმა სამმა პარტიამ და ბლოკმა შეძლო. დანარჩენმა პარტიებმა 4%-საც ვერ მიაღწიეს.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნა საჭირო გახდა 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მარცხის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ. 

კომენტარები