კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 15 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 260 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.35%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 260 შემთხვევა, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2.35%-ია. ამასთან ერთად, გამოჯანმრთელდა 834 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 11 059 ტესტი.

20 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 2.45%-ია, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 2.62%. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 8 358-ია. 

ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 17, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი –  9, გურია – 0, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

20 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ დაინფიცირდა 359 141 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 5 175, ხოლო გამოჯანმრთელდა 345 582 პირი.

კომენტარები