აშშ-რუსეთი

რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონში ბრუნდება

ანატოლი ანტონოვი
TASS

რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი აშშ-ში გაემგზავრა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობები "თანასწორი და პრაგმატული" იქნებოდა და ოპტიმისტურად იყო განწყობილი.

"ორი პრეზიდენტის შეხვედრის შედეგების გათვალისწინებით, იმედი მაქვს, კონსტრუქციულად ვიმუშავებ ჩემს ამერიკელ კოლეგებთან თანასწორი და პრაგმატული ურთიერთობებისთვის" –უთხრა ანტონოვმა RIA Novosti-ის

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ელჩების მოსკოვსა და ვაშინგტონში დაბრუნებაზე 16 ივნისს ჟენევის სამიტზე შეთანხმდნენ. 

რუსეთის ელჩმა აშშ მარტში დატოვა. ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა დაკავშირებული იყო ბაიდენის ინტერვიუსთან, რომლის დროსაც მან ვლადიმირ პუტინს მკვლელი უწოდა. აშშ-ს ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი ვაშინგტონში 22 აპრილს, ახალ ადმინისტრაციასთან კონსულტაციებისთვის გაემგზავრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, მათ შორის ვაშინგტონიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთმა საპასუხოდ სარკისებური ზომები მიიღო.

კომენტარები