ბელარუსი

ლუკაშენკო: ბელარუსული ვაქცინა კორონავირუსის მომავალი შტამისგან დაგვიცავს

ალექსანდრ ლუკაშენკო
belta

"ბელარუსულ ვაქცინას კორონავირუსის მომავალი შტამისგან დასაცავად გამოვიყენებთ".- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში ვიზიტისას თქვა. 

მისივე თქმით, ბელარუსს საკუთარი ვაქცინის შექმნა არ ეჩქარება, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს. ქვეყანაში რუსული სპუტნიკით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, ნაწილიც ჩინეთიდან შედის. 

"ჩვენ არ ვიჩქარებთ. მომავალ წელს შევქმნით ჩვენს ვაქცინას, რომელიც უკვე შემოწმებულია. ეს ინფექცია მუტაციას განიცდის და არ არის ცნობილი, ვირუსის რომელი შტამი იქნება მომავალ წელს. დღეს რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ შემთხვევათა 90% -ზე მეტი - ინდური შტამია. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება მომავალ წელს. მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს ვირუსი ჩვენთან იცხოვრებს".- ამბობს ლუკაშენკო. 

ვაქცინის შექმნის შესახებ განკარგულება ლუკაშენკომ 1-ელ აპრილს გამოსცა, რომლის მიხედვითაც პრეპარატი 2023 წლისთვის მზად უნდა იყოს, პირველი პარტია კი 2022 წელს. 
 

 

კომენტარები