აშშ

აშშ-ში 19 ივნისი მონობის გაუქმების აღსანიშნავად ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა

პრეზიდენტი ხელს აწერს 19 ივნისის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას
Evan Vucci/AP

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც 19 ივნისი მონობის გაუქმების აღსანიშნავად ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ძლიერი სახელმწიფოები არ უგულებელყოფენ თავისი ისტორიის ყველაზე მტკივნეულ მომენტებს, არამედ იღებენ მათ.

მანამდე კანონპროექტს მხარი დაუჭირა კონგრესის ორივე პალატამ: სენატმა – ერთსულოვნად, წარმომადგენელთა პალატამ კი – 415 ხმით 14-ის წინააღმდეგ.

1865 წლის 19 ივნისს აშშ-ს სამოქალაქო ომის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტეხასში, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მონათმფლობელურ შტატში მონები გაათავისუფლეს. ფორმალურად პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა მონობა ორი წლით ადრე აკრძალა, თუმცა ეს აკრძალვა მონობის გაუქმების მოწინააღმდეგე შტატებში არ სრულდებოდა.

1866 წლიდან ტეხასში უკვე გაჩნდა 19 ივნისის აღნიშვნის ტრადიცია, რომელსაც თანდათანობით სხვა შტატებიც უერთდებოდნენ. 19 ივნისის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებამდეც ეს დღე, ჰავაის გარდა, ყველა შტატში რეგიონული დღესასწაული იყო.

ახალი დღესასწაული მე-11 ფედერალური დღესასწაულია, რომელსაც აშშ-ს ყველა შტატი აღნიშნავს. ბოლოს ასეთ დღესასწაულად 1989 წელს 17 იანვარი მარტინ ლუთერ კინგის დღე გამოცხადდა.

კომენტარები