კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 671 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.35%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 28 593 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 671 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 657 პაციენტი.  

დღიური დადებითობა 2.35%-ია, ბოლო 7 დღის - 2.5%, ბოლო 14 დღის კი - 2.47%. 

671 ახალი შემთხვევიდან თბილისში 376 დადასტურდა, აჭარაში - 36, იმერეთში - 72, ქვემო ქართლში - 39, შიდა ქართლში - 41, გურიაში - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 26, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 28, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

18 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 357 591 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 343 377 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  5 131 კი გარდაიცვალა.  

659 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 299 მკურნალობს, აჭარაში - 54, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 181 ადამიანია, მათგან თბილისში - 112, აჭარაში - 10, იმერეთში - 14.


23:00-დან 04:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები