კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებული შემთხვევების 10% ინდურ შტამზე მოდის

ვარაუდობენ, რომ დღეს საქართველოში არსებული შემთხვევების 10% მოდის ინდურ შტამზე. გახდება თუ არა დომინანტური ინდური შტამი – არ ვიცით, რადგან, ჯერჯერობით, ბრიტანული შტამია დომინანტური. თეორიულად, შესაძლოა, ინდური შტამი გახდეს დომინანტური, მაგრამ ჯერ ეს არ ვიცით.

პირველი, რითიც ინდური შტამი განსხვავდება არის უფრო იოლი გადამდებლობის უნარი და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი. ის ცალსახად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სტანდარტული ჩინური შტამი და ბოლოს უკვე გამოჩნდა ცნობები, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ბრიტანული შტამი.

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ე.წ ინდურ შტამზე, რომლის 18 შემთხვევაა დადასტურებული ქვეყანაში.

კომენტარები