ესპანეთი

ესპანეთში კაცს დედის მოკვლისა და შეჭმისთვის 15 წელი მიუსაჯეს

ალბერტო სანჩეს გომესის დაკავება 2019 წელს
BBC/Spanish Police

ესპანეთში 28 წლის კაცს დედის მოკვლისთვის და მისი სხეულის ნაწილების შეჭმისთვის 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გარდა ამისა, დამნაშავეს ძმისთვის 60 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ალბერტო სანჩეს გომესი 2019 წელს დააკავეს, მას შემდეგ რაც პოლიციამ მისი დედის სახლში პლასტმასის კონტეინერებში სხეულის ნაწილები იპოვა.

სასამართლომ არ მიიღო დაცვის მხარის არგუმენტი, რომ მკვლელობის დროს სანჩესი ფსიქიკური აფექტის მდგომარეობაში იყო.

პოლიცია სანჩესის დედის, მარია სოლედადის, სახლში 2019 წელს მას შემდეგ მივიდა, რაც ოჯახის პოლიციას მიმართა, რადგან ქალის უსაფრთხოებაზე ნერვიულობდა.

სასამართლოს პროცესის დროს ცნობილი გახდა, რომ ალბერტო სანჩეს გომესმა დედა ჩხუბის დროს დაახრჩო, შემდეგ მისი სხეული დაანაწევრა, სხეულის ნაწილები შეჭამა და ძაღლსაც აჭამა.

კომენტარები