კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ინდურ შტამს სურდო შეიძლება ახასიათებდეს და უფრო ჰგავს გრიპის მაგვარ დაავადებებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, ამბობს, რომ სხვა შტამებისგან განსხვავებით, ინდურ შტამს ახასიათებს სურდო და ამით გრიპის მაგვარ დაავადებებს ემსგავსება. ამასთან ერთად, მისივე ცნობით, დღეს, სავარაუდოდ, დაინფიცირებულთა 10% ინდური შტამით არის დაავადებული.

"ინდურ შტამს უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს, სხვათა შორის, სიმპტომატიკაც განსხვავდება. უფრო მეტი სურდო შეძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს, პრაქტიკულად, სხვა შტამებს სურდო არ ჰქონდა ხოლმე. ეს უფრო ჰგავს გრიპის მაგვარ დაავადებებს, სიმპტომატიკით შეიძლება უფრო ჰგავდეს.

ეს, თავის მხრივ, სახიფათოა, შეიძლება ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რადგან შეიძლება ვირუსი გაციების სიმპტომებით მიდიოდეს, თვითონ ახალგაზრდებისთვის, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ არის მძიმე მიმდინარეობის დამადასტურებელი ინფორმაცია, მაგრამ ეს შეიძლება მათი უფროსი ასაკის ოჯახის წევრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს“. – ამბობს პაატა იმნაძე.

გუშინ, 15 ივნისს, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურდა რაც ნიშნავს იმას, რომ წამყვან შტამთან ერთად [ე.წ. ბრიტანული] უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ ინდური შტამიც.

კომენტარები