ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე ნიკოლოზი მეუფე იაკობზე: ლექსიკა აქვს ისეთი, გამომწვევია, ძალიან კარგი ადმინისტრატორია

ლექსიკა აქვს ისეთი, გამომწვევია, გასაგებია, მე მის შეფასებებს არ გავაკეთებ, მაგრამ ძირითადად მის შესახებ ისმის, შეიძლება, მისი განცხადებებიდან გამომდინარე ნეგატიური შეფასებები. მე არ მახსოვს, ვინმეს ოდესმე თავში მოსვლოდეს ასეთი აზრი, რომ ვინმეს შეეფასებინოს მეუფე იაკობის პოზიტიური - რა გააკეთა კარგი. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერთან ერთად კარგი ადმინისტრატორია ძალიან. საკმარისია, მის ეპარქიაში ერთხელ მაინც ჩავიდეს რომელიმე ჟურნალისტი - რა გაკეთდა, როგორი მოწყობილი აქვს ეპარქია.

ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ფორმულასთან ინტერვიუში მეუფე იაკობზე. 

გუშინ, 14 ივნისს, ბავშვებზე ძალადობის გამმართლებელი მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა.

კომენტარები