კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: გავრცელებას იწყებს ინდური შტამიც, დღეისთვის დადასტურებულია 18 შემთხვევა

სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ძალიან იმატებს დელტა [ინდური შტამის] ფუნქციონირება. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ, დელტა შტამი წამყვანი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს უკავშირდება ძირითადად ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. 18 შემთხვევაა დღეისთვის დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ წამყვან შტამთან ერთად [ე.წ. ბრიტანული] უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ ინდური შტამიც

ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე.

კომენტარები