უძრავი ქონების ბაზარი

თბილისის უძრავი ქონების ბაზარი – ყველაზე ძვირი უბნები და ბინების საშუალო ფასები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვას ავრცელებს. 

კვლევის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების საფასო ინდექსი, 2019 წელთან შედარებით, 13.5 პუნქტითაა გაზრდილი, რაც ნიშნავს, რომ ბინის საშუალო ფასი, თბილისში, აღნიშნულ პერიოდთან შედარებით, 13.5%-ითაა გაზრდილი. 

მეორე მხრივ, შემცირებულია ბინის დაქირავების ხარჯები. კერძოდ, 2021 წლის მარტში, თბილისში ბინის დაქირავება, საშუალოდ, 22.8%-ით უფრო იაფი დაგიჯდებოდათ, ვიდრე 2019 წელს. სავარაუდოა, რომ ბინის ფლობისგან განსხვავებით, ქირის ხარჯების შემცირება დაბალ მოთხოვნასთან არის ასოცირებული, რაც, თავის მხრივ, შემცირებულ მობილობას, დისტანციურ რეჟიმზე გადასულ დასაქმებისა თუ განათლების სექტორს და სხვა კოვიდშეზღუდვებს უკავშირდება. 

2021 წლის მარტში, თბილისის მასშტაბით, ბინის 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი $949 დოლარს შეადგენდა, რაც იმავე წლის იანვართან შედარებით, $7 დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ქირაობის ხარჯებს, ამა წლის პირველ კვარტალში, თბილისში, ბინის 1 კვადრატული მეტრის ქირაობის ხარჯი $5.8 დოლარს შეადგენს. 

2021 წლის პირველ კვარტალში, 1 კვადრატული მეტრის ფასის მიხედვით თბილისის ყველაზე ძვირიანი 5 უბანი ასე გამოიყურება:

  1. მთაწმინდა-სოლოლაკი – $1 402 დოლარი

  2. ვერა – $1 215 დოლარი

  3. ვაკე-ბაგები – $1 159 დოლარი

  4. კალა-ორთაჭალა – $1 032 დოლარი

  5. წყნეთი – $1 013 დოლარი

სრული სურათი კი ასეთია:

ISET-PI

 

კომენტარები