ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

კალაძე პანსიონზე: ავრცელებდით, რომ საშინელება ხდებოდა, რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა

ბოლო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში ვაკვირდები მოვლენებს, ვაკვირდები თქვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ იქ საშინელება ხდებოდა. თუმცა, რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან თქვენც მიხვედით იქ და ნახეთ რეალური მდგომარეობა. შესაბამისად, გამიჭირდება სწორი აქცენტების გაკეთება.

ამბობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით და მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. ამ დროისთვის 23 ბავშვი პანსიონში რჩება.  ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა

 

კომენტარები