გიორგი გახარია

გახარია: წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთეო, კომპლექსს ვერ გამიჩენენ

ბევრი რამ გაკეთდა და მეც მივიღე მონაწილეობა, ბევრი რამ ვერ გაკეთდა და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და უფრო კეთილსინდისიერად. ვინმეს თუ ჰგონია, რომ წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე და ამით მე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენთ, ელემენტარული მიზეზის გამო. ის, რაც ვერ გავაკეთე და ვაღიარებ, რომ ვერ გავაკეთე, არის ის ძირითადი მოტივაცია და ძირითადი პასუხისმგებლობა, რომ ბევრად უკეთესად და ბევრად ეფექტურად გავაკეთოთ ყველაფერი.

თქვა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ ბათუმში. აჭარაში მან გუნდის წევრები წარადგინა. 

კომენტარები