ფერიის ბავშვთა პანსიონი

"გაზის კამერებშიც ათავსებდნენ" – ძალადობაზე აღსაზრდელის მონათხრობს საპატრიარქო გამოეხმაურა

საქართველოს საპატრიარქო

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფერიის ყოფილი აღსაზრდელის ძალადობის ფაქტების მოგონებებს Facebook პოსტით გამოეხმაურა

"გაზის კამერებშიც ათავსებდნენ" – ირონიულად დაწერა დეკანოზმა ანდრიამ ფერიის ყოფილი აღსაზრდელის მონათხრობზე. 

ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი, ლუკა სარალიძე პანსიონში გატარებულ წლებს იხსენებს და ამბობს, რომ 6 წლიდან, ის წლების განმავლობაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა და სხვადასხვა "დამსჯელობითი" მეთოდიც გაიხსენა:

"დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული. რკინის ჯოხითაც მცემდნენ. აღმზრდელი ისე გამეტებით მირტყამდა, რომ ფეხი სულ ჩაშავებული მქონდა. წამომივიდა სისხლი, შემეშინდა, დავიწყე ტირილი და ამ ტირილზეც დამცინოდა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ძალიან ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვაგდებდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით.

მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, რომ ამ ადამიანებმა მე ბავშვობა წამართვეს. ამ ადამიანებმა არამხოლოდ მე, იმ ბავშვებსაც წაართვეს ბავშვობა, ვინც ჩემთან ერთად იყო". – ამბობს სარალიძე. 

კომენტარები